ჩოგბურთი

4:01 | 30.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინელმა კვალიფიცირებულმა აშშ-ის ღია სიმონა ჰალეპს დაატოვინა

აშშ-ის ღია პირველობის პირველივე წრეში, ძირითად ტურნირზე საკვალიფიკაცი ეტაპის გავლით მოხვედრილმა უკრაინელმა დარია სნიგურმა, დიდი სლემის ორი ტიტულის მფლობელს, რუმინელ სიმონა ჰალეპს 6-2, 0-6, 6-4 მოუგო.

20 წლის სნიგურმა (ფოტოზე) შესანშნვად ჩაატარა შეხვედრა და მეორე სეტის მშრალად წაგების მიუხედავად, მეტოქეს მოგების შანსი არ დაუტოვა. მან პირველივე გეიმში მიაღწია ბრეიკს, რასაც მესამეში კიდევ ერთი დაუმატა. ამაში კი ხელი მეტოქის შეცდომებმა შეუწყო.

მეორე სეტში ორივე ჩოგბურთელი გარდაიქმნა - ჰალეპმა თამაში გამოასწორა, სნიგურმა კი შეცდომებს უმტა. ამით კარგად ისარგებლა გამოცდილმა რუმინელმა და სეტებში ანგარიში 24 წუთში გაათანაბრა. თუმცა ჰალეპმა, ვინც აგვისტოს დასაწყისში კანადის ღია პირველობა მოიგო, შემდეგ კი ცინცინატის ღია პირველობას, ტრავმის გამო გამოეთიშა, მესამე სეტში ისევ უხშირა შეცდომებს.

პირველ და მეხუთე გეიმებში უკრაინელმა შეძლო მეტოქის მოწოდებებზე მოგება. ჰალეპმა ერთი მერვე გეიმში გაქვითა, შემდეგ გეიმში კი ორი მტჩ პოინტი მოიგერია. თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა.

„ძალიან, ძალიან, ძალიან ვნერვიულობდი. მაგრამ რაც შემეძლო, ყველაფერი გავიღე. უკრაინისთვის, ჩემი ოჯახისთვის... მინდა, ყველას მადლობა ვუთხრა“, - განაცხადა თვალცრემლიანმა სნიგურმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11247