ფეხბურთი

16:32 | 27.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის გოლი სამხრეთ კორეის ჩემპიონატში

სამხრეთ კორეის ჩემპიონატის 23-ე ტურში ვაკო ყაზაიშვილი „ულსან ჰიუნდაი“ „ჩეჯუ იუნაიტედს“ ესტუმრა და ქართველი ფეხბურთელის გოლით ქულა მოიპოვა - 1:1.

ვაკომ მატჩის 39-ე წუთზე საჯარიმოს გარედან დაარტყა და ანგარიში გახსნა, თუმცა, მისმა გუნდმა ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, რადგან მეორე ტაიმში გაუშვა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. ქართველი შემტევი 78-ე წუთზე შეცვალეს.

29 წლის ყაზაიშვილს K ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 27 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი (გარდა ამისა, ორჯერ თავი აზიის ჩემპიონთა ლიგაზეც აქვს გამოჩენილი). „ულსანი“ სამხრეთ კორეის ჩემპიონატს 59 ქულით ლიდერობს და „ჩონბუკს“ 10 ქულით უსწრებს, თუმცა თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122304