ფეხბურთი

19:06 | 24.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

კიელინი: "მახინჯი ვარ, თუმცა ფეხბურთი დამეხმარა, რომ ბევრ ქალთან მქონოდა ურთიერთობა"

ამერიკული „ლოს ანჯელესის“ ფეხბურთელმა ჯორჯო კიელინიმ განაცხადა, რომ ფიზიკურად არ არის სიმპათიური, მაგრამ ფეხბურთში წარმატება მას დაეხმარა, უფრო მეტ ქალთან ჰქონოდა ურთიერთობა, ვიდრე ჩვეულებრივი ცხოვრების შემთხვევაში ექნებოდა.

„წარმატებული საფეხბურთო კარიერა დამეხმარა უფრო მეტ ქალთან მქონოდა ურთიერთობა, ვიდრე სხვა საქმიანობის შემთხვევაში მექნებოდა. როგორც ხედავთ, არ ვარ ჩემი თაობის ყველაზე სიმპათიური ფეხბურთელი, უფრო მეტიც, ვიტყოდი, რომ მახინჯი ვარ“, - თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, ჯორჯო კიელინი 2005-2022 წლებში „იუვენტუსში“ თამაშობდა, მიმდინარე ზაფხულს კი MLS-ში გადაინაცვლა და „ლოს ანჯელესთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114029