ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დასრულდა მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომლის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ორი ფინალისტი ჰყავდა.
ნიკა ბროლაძემ (67 კგ) ფინალში გასვლა მოახერხა და გზას იაპონელი რიოჰმა ტოიოტა (9:1), ხორვატი ლუკა ივანჩიჩი (11:0), ფინელი ნესტორი კალე მიკაელ მანილა (8:0) და ირანელი სეიედ დანიალ სოჰრაბი (9:3) ჩამოიშორა. ფინალში ის აზერბაიჯანელ ქანან აბდულაზადეს შეხვდა და 1:4 წააგო, რის შედეგადაც ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ფინალში იჭიდავებს აჩიკო ბოლქვაძე (82 კგ.), რომელმაც ჩეხი მარეკ ვრბა (5:3), ინდოელი როჰიტ დაჰიია (9:0) და უკრაინელი რუსლან აბდიევი (5:1) დაამარცხა, ხოლო ოქროს მედლისთვის ირანელ ალირეზა აზიზხოონ მოჰმადიპიანის დაუპირისპირდა, რომელთანაც 1:9 წააგო და ისიც ვერცხლს დასჯერდა
ამრიგად, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა ორი ვერცხლის მედლით დაასრულა. შეგახსენებთ, რომ მანამდე მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში გაიმართა, რომელიც საქართველომ ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.