ფეხბურთი

16:41 | 2.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილმა სეულს გაუტანა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა

სამხრეთ კორეის საფეხბურთო ჩემპიონატის (K League 1) მორიგი ტურის შეხვედრაში ვაკო ყაზაიშვილის "ულსან ჰიუნდაი" "სეულს" დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა-1:1.

ყაზაიშვილი "ულსან ჰიუნდაის" ძირითად შემადგენლობაში იყო და გოლის გატანაც შეძლო. "სუელი" 50-ე წუთზე დაწინაურდა 0:1 იგებდა. ქართველმა შემტევმა წონასწორობის აღდგენა 58-ე წუთზე უმ ვონ-სანგის პასით მოახერხა.

ვაკოს მიმდინარე სეზონში K ლიგის ეგიდით ჩატარებულ 22 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. ასევე, მის ანგარიშზე 2 საგოლე პასიცაა.

24 ტურის შემდეგ ყაზაიშვილის გუნდს 51 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. "ულსან ჰიუნდაი" უახლოეს მდევარს 6 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112621