ფეხბურთი

14:40 | 2.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე Sofascore-ს ტურის სიმბოლურში

საქართველოს ნაკრების და ფრანგული "მეცის" ქართველი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის (ლიგა 2) პირველი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. სიმბოლური შემადგენლობა Sofascore-მა შეადგინა.

მიქაუტაძის "სერენმა" პირველი ტურის შეხვედრაში "ამიენი" 3:0 დაამარცხა. 21 წლის ქართველმა 76 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძე დიდი ხანია "მეცის" საკუთრებაა, მაგრამ მან გასული ორი სეზონი ბელგიურ 'სერენში" გაატარა. სწორედ, მიქაუტაძის დამსახურებით შეძლო "სერენმა" გასულ სეზონში იუპილერ ლიგაში ამოსვლა და წელს მისი გოლით შეინარჩუნა ელიტაში ადგილი.

21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა საერთო ჯამში 57 მატჩში 36 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.063895