ფეხბურთი

22:11 | 1.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" პორტუგალიელ მცველთან კონტრაქტი გააფორმა

ქუთაისის „ტორპედომ“ პორტუგალიელი ფეხბურთელის, პედრო მონტეიროს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

28 წლის ცენტრალურმა მცველმა ქუთაისელებთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.

მონტეიროს კარიერის განმავლობაში „ფრეამუნდეს“, „აპოლონის“, „ფერეირას“, „ბრაგას“, „ეშტორილის“, „ლეიშოეშისა“ და „ფეირენსეს“ რიგებში უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117253