ფეხბურთი

18:20 | 1.08.2022 | ნანახია 517 - ჯერ

დეპაი "იუვენტუსში"?

ბარსელონას მემფის დეპაი ტრანსფერზე ჰყავს დაყენებული, რადგან რობერტ ლევანდოვსკისა და რაფინიას შეძენის შემდეგ ნიდერლანდებისთვის გუნდში ადგილი პრაქტიკულად არ დარჩა.

„ბარსა“ დეპაისთვის ახალ კლუბს ეძებს და მისი სატრანსფერო ფასიც დაადგინა - 20 მილიონი ევრო. Mundo Deportivo იტყობინება, რომ ამ ეტაპზე მემფისის შეძენის ყველაზე დიდი შანსი „იუვენტუსს“ აქვს.

ტურინული გრანდი დუშან ვლაჰოვიჩის დუბლიორს აქტიურად ეძებს და დეპაიც მათ სიაშია. ამდენად, შესაძლოა, მხარეებმა მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულონ.

შეგახსენებთ, რომ მემფის დეპაი „ბარსელონას“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და 38 მატჩში 13 გოლი გაიტანა. მანამდე ნიდერლანდელი პსვ ეინდჰოვენის, „მანჩესტერისა“ და „ლიონის“ რიგებში თამაშობდა. 28 წლის შემტევს ნიდერლანდების ნაკრებში 80 შეხვედრაში 42 გოლი აქვს გატანილი, საიდანაც 17 მხოლოდ 2021 წელს გაიტანა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:54 | 02.08.2022
Kobe Bean (21711)

გამოადგება იუვეს,წაიყვანონ.ბარსაში კი ნაღდად აღარაა ამის ადგილი და არც ბრაიტვაითის.6 ისეთი ფორვარდია გუნდში(ლევანა,ობამა,ანსუ,რაფინია,ფერანი,დემბელე) საკმარისი ბრძოლა იქნება მაგათ შორისაც ძირითადისთვის

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063117
სარეკლამო ადგილი - 99
X x X