ფეხბურთი

18:13 | 29.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსი" ნიჭიერ იტალიელ ფორვარდს დაიმატებს

ამსტერდამის „აიაქსი“ იტალიის 21-წლამდე ნაკრების თავდამსხმელის, ლორენცო ლუკას ტრანსფერთან ახლოსაა. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გარიგება მალე დაიხურება.

ლუკა „აიაქსს“ ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდება 11 მილიონი ევროს სანაცვლოდ. საინტერესოა, რომ ლუკა "აიაქსის" ისტორიაში პირველი იტალიელი ფეხბურთელი იქნება.

21 წლის ფორვარდმა გასულ სეზონში „პიზას“ მაისურით სერია B-ს 34 მატჩში 6 გოლი გაიტანა, მანამდე კი „ვიჩენცასა“ და „პალერმოში“ ირიცხებოდა. იტალიის 21-წლამდე ნაკრებში მას 5 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი. აღსანიშნავია, რომ ლუკას „ბოლონია“ იწვევდა, მაგრამ „აიაქსი“ ამჯობინა.

0.114602