ფეხბურთი

14:00 | 23.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძემ "ანკარაგიუჯუში" სადებიუტო გოლი გაიტანა

თურქული „ანკარაგიუჯუს“ შემადგენლობაში გიორგი ბერიძემ სადებიუტო გოლი გაიტანა.

ანკარელები სეზონისთვის ემზადებიან და ამხანაგურ შეხვედრაში „ალანიასპორს“ დაუზავდნენ - 3:3. ბერიძემ თავისი გუნდის შემადგენლობიდან პირველი გოლი გაიტანა, მან თავი მე-19 წუთზე გამოიჩინა.

მოგეხსენებათ, ბერიძე თურქულ კლუბს მიმდინარე ზაფხულს უნგრული „უიპეშტიდან“ შეუერთდა.

„ანკარაგიუჯუ“ ახლახან დაბრუნდა თურქეთის სუპერლიგაში და პირველ ტურში 7 აგვისტოს, „ქონიასპორს“ შეხვდება. ანკარელების რიგებში რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი ირიცხება, მაგალითად, ესპალი ხესე, იტალიელი ფედერიკო მაკედა და შვეიცარიელი ერენ დერდიოკი.

0.120714