ფეხბურთი

21:52 | 19.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" დე ლიხტის ტრანსფერი დაადასტურა

ნიდერლანდების ნაკრების მცველი მატაის დე ლიხტი მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა. გერმანულმა გრანდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

22 წლის ფეხბურთელმა „რეკორდმაისტერთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა, ხოლო მისი ტრანსფერის სანაცვლოდ „იუვენტუსმა“ 80 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი მიიღო.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდ კლუბს შევუერთდი, რომელიც გერმანიაში ყველაზე მეტად, ევროპასა და მსოფლიოში კი ერთ-ერთი წარმატებულია“, - თქვა დე ლიხტმა.

მატაის დე ლიხტი „იუვენტუსში“ 2019-2022 წლებში თამაშობდა და 117 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 8-ჯერ დალაშქრა. მანამდე ის ამსტერდამის „აიაქსის“ ღირსებას იცავდა და ნიდერლანდურ გრანდშიც 117-ჯერ ითამაშა, გოლი კი 13-ჯერ გაიტანა. ნიდერლანდელის ნაკრებში დე ლიხტის აქტივში 38 მატჩი და 2 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113961