ფეხბურთი

22:19 | 16.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

სალიჰამიჯიჩი: "რონალდუ "ბაიერნის" გეგმებში არ შედის"

მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის შესახებ ისაუბრა და ამის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ უარყო.

„მე ძალინ დიდ პატივს ვცემ კრიშტიანუ რონალდუს, მის წარმატებას და კარიერას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: „ბაიერნში“ რონალდუს ტრანსფერი არ მოხდება. ეს არ არის ჩვენთვის სალაპარკო თემა“, - თქვა ბოსნიელმა.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, მაგრამ ჯერჯერობით, უცნობია მომდევნო სეზონსაც „ოლდ ტრაფორდზე“ გაატარებს თუ არა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109712