„მანჩესტერ იუნაიტედმა“ კრისტიან ერიკსენის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. დანიელმა ფეხბურთელმა, რომელიც „წითელ ეშმაკებს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„მანჩესტერი“ განსაკუთრებული კლუბია და ერთი სული მაქვს, აქ ვითამაშო. მქონდა პრივილეგია „ოლდ ტრაფორდზე“ არაერთხელ მეთამაშა, მაგრამ „იუნაიტედის“ წითელი მაისურით ამის გაკეთება, საოცარი გრძნობა იქნება“, - აღნიშნა კრისტიანმა.
კრისტიან ერიკსენმა კარიერა „აიაქსში“ დაიწყო, სადაც 2009-2013 წლებში 162 მატჩში 32 გოლი გაიტანა, შემდეგ 2013-2020 წლებში „ტოტენჰემში“ 305 თამაშში თავი 69-ჯერ გამოიჩინა, 2020-2021 წლებში „ინტერში“ ითამაშა და 60 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა, ხოლო გასული სეზონის მეორე ნახევარი „ბრენტფორდში“ დაჰყო, სადაც 11 თამაშში მეტოქის კარი ერთხელ აიღო. დანიის ნაკრებში ერიკსენის ანგარიშზე 115 მატჩი და 38 გოლია.