კალათბურთი

14:46 | 14.07.2022 | ნანახია 2852 - ჯერ

ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების გამარჯვება დაბალი კოეფიციენტით ფასდება

ცხელი სპორტული ზაფხული ჩაივლის, მაგრამ ქართული სპორტის გულშემატკივრებს შემოდგომაზეც კარგი თავშესაქცევი და საგულშემატკივრო ექნება. 1-18 სექტემბრის ჩათვლით ევრობასკეტი გაიმართება, რომლის A ჯგუფის შეხვედრებსაც თბილისში, ახლადაშენებული "თბილისი არენა" უმასპინძლებს.

სხვადასხვა ბუქმეიკერულმა კომპანიებმა მომავალი ევრობასკეტის ფავორიტები დაასახელეს და სხვადასხვა გუნდს კოეფიციენტები დაუწრეს. ბუქმეიკერების აზრით, ტურნირის მოგების მთავარი ფავორიტი სერბეთის ნაკრებია. (3.85). ფავორიტად მიაზრება - სლოვენია, საფრანგეთიც და საბერძნეთიც. საქართველოს ნაკრების მიერ ტურნირის მოგებას ბუქმეიკერები 67.00 კოეფიციენტით აფასებენ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის A ჯგუფში ესპანეთის, მონტენეგროს, თურქეთის, ბელგიის და ბულგარეთის წინააღმდეგ ითამაშებს.

ტატო ნიკურაძე


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:04 | 14.07.2022
shori (58)

ნამდვილად საჭირო ინფორმაციაა

16:33 | 14.07.2022
Buratino (3505)

რახან ევრობასკეტზე ჩამოვარდა საუბარი, იქნებ გვითხრას კალათბურთის ფედერაციამ თუ როდის დაიწყება ჯგუფური ეტაპის ბილეთების გაყიდვა?! ჩვენი ჯგუფის გარდა, უკვე სამ დანარჩენ ჯგუფში იყიდება ბილეთები და რა ყველაფერში მაჩანჩალები უნდა ვიყოთ? თუ ჯერ საძმაკაცოზე ყიდიან ბილეთებს ფედერაციაში და მერე შემოაგდებენ დარჩენილ მცირე რაოდენობის ბილეთებს?!

0.057694