ფეხბურთი

16:25 | 13.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" ტრინკაუ პორტუგალიაში გაანათხოვრა

კატალონიის „ბარსელონამ“ ფრანსისკო ტრინკაუ ლისაბონის „სპორტინგში“ გაანათხოვრა. ინფორმაცია ორივე კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

ტრინკაუ პორტუგალიელებს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა და მომდევნო ზაფხულს მისი გამოსყიდვა 10 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

22 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი ასევე იჯარით „ვულვერჰემპტონში“ გაატარა, სადაც 30 მატჩში 3 გოლი გაიტანა. „ბარსელონაში“ მან 2020-2021 წლების სეზონი დაჰყო და 42 შეხვედრაში თავი სამჯერ გამოიჩინა. კარიერა პორტუგალიელმა „ბრაგაში“ დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12095