ხვალ, ბათუმი დიდი საფეხბურთო ზეიმი იქნება. ეს ლამაზი ქალაქი პირველად უმასპინძლებს ჩემპიონთა ლიგის მატჩს. ბათუმის "დინამო" განმეორებით შეხვედრაში ბრატისლავას "სლოვანს" შეხვდება. პირველი მატჩი ბრატისლავაში უგოლოდ დასრულდა.
მატჩამდე "აჭარაბეთ არენას" ცენტრალურ შესასვლელთან თბილისის "დინამოს" და ბათუმის "დინამოს" ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს რევაზ ჩელებაძეს ვარსკვლავს გაუხსნიან.
ლეგენდარული "ჩელე" კარიერის განმავლობაში: ქობულეთის "შუქურას", თბილისის "დინამოს", ლანჩხუთის "გურიას" და ბათუმის "დინამოს" ღირსებას იცავდა.
ტატო ნიკურაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია