ფეხბურთი

1:10 | 11.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" დე ლიხტის შეძენასთან ახლოსაა

მიუნხენის „ბაიერნი“ მატაის დე ლიხტზე ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდელი ტურინში გუნდს შეკრებაზე შეუერთდა, მისი წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, ხვალ „ბაიერნის“ სპორტული დირექტორი და „იუვეს“ ყოფილი ფეხბურთელი ჰასან სალიჰამიჯიჩი ტურინში იქნება და „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობას ტრანსფერის დასრულებაზე პირადად მოელაპარაკება.

„ბაიერნი“ დე ლიხტს 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, ხოლო „იუვე“ მინიმუმ 90 მილიონ ევროს ითხოვს, რომ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ.

შეგახსენებთ, რომ მატაის დე ლიხტი „იუვენტუსში“ 2019 წლიდან თამაშობს და 117 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103938