ფეხბურთი

17:52 | 10.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილი: "სტადიონზე მსგავსი გარემო მხოლოდ საქართველოში მაქვს ნანახი"

პოლონეთის სუპერთასზე ჩემპიონი პოზნანის „ლეხი“ თასის გამარჯვებულ „რაკუვს“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

მასპინძელთა რიგებში ნიკა კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი წიტაიშვილი მოედანზე 74 წუთის განმავლობაში იყო. რაც მთავარია, 21 წლის შემტევს „ლეხში“ დებიუტი ჰქონდა. „რაკუვის“ რიგებში განაცხადში ვერ მოხვდა ვაკო გვილია.

გიორგი წიტაიშვილმა ნამატჩევს ისაუბრა და სტადიონზე შექმნილი ატმოსფეროთი მოიხიბლა. როგორც მან თქვა, მსგავსი გულშემატკივრები მხოლოდ საქართველოში უნახავს.

„ყოველთვის რთულია წაგება, მაგრამ ეს ფეხბურთია. მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ და ეს ყველამ დაინახა, მათ შორის ფანებმაც. ხვალ ვარჯიში გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „ყარაბაღთან“ მატჩისთვის მზად ვიყოთ. ძალიან მომეწონა სტადიონის ატმოსფერო, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი გულშემატკივრები მხოლოდ მხოლოდ საქართველოში ეროვნული ნაკრების მატჩების დროს მინახავს. საოცარი იყო, ნამდვილად გაძლევს დამატებით მოტივაციას“, - აღნიშნა გიორგიმ.

შეგახსენებთ, „ლეხი“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს სტუმრად „ყარაბაღთან“ 12 ივლისს ჩაატარებს და პირველი მატჩი 1:0 აქვს მოგებული. ამ წყვილში დამარცხებული კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც „დინამო ბათუმისა“ და „სლოვანის“ წყვილში წაგებულს შეხვდება. აქვე გეტყვით, რომ 16 ივლისს, პოლონეთის ჩემპიონატი დაიწყება და „ლეხი“ პირველ ტურში „სტალს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13049