ქართველი ფეხბურთელი ელგუჯა ლობჯანიძე ყაზახეთში დაბრუნდა და „კიზილჟარში“ ითამაშებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურა.
29 წლის ფორვარდმა ახალ კლუბში 9-ნომრიანი მაისური მოირგო. ლობჯანიძისთვის „კიზილჟარი“ მეოთხე ყაზახური კლუბია, ადრე ის „ტარაზის“, „კაისარისა“ და „ტობოლის“ ღირსებას იცავდა.
ბოლოს ქართველი ფორვარდი „დინამო ბათუმში“ იყო, სადაც 11 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. მას ასევე უთამაშია „რუსთავში“, „შუქურაში“, „ორენბურგში“, „დინამო თბილისსა“ და „ვიტ ჯორჯიაში“.
„კიზილჟარი“ ყაზახეთის ჩემპიონატში 15 ტურის შემდეგ 15 ქულით მე-12 ადგილზეა, გარდა ამისა, კონფერენს ლიგაზე ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე ხორვატული „ოსიეკი“ იქნება.