უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი წარუმატებლად დაიწყო ქართული გუნდებისთვის. გორის „დილა“ და თბილისის „საბურთალო“ პირველ მატჩში დამარცხდნენ.
ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი „დილა“ ფინეთში „კუპსის“ ესტუმრა და თითო ტაიმში ორი უპასუხო გოლი გაუშვა - 0:2. შესაბამისად, გორელები, ერთ კვირაში საკუთარ მოედანზე რთული მისიის წინაშე იქნებიან.
32-ე წუთზე ანგარიში იანის იკაუნიეკსმა საჯარიმო დარტყმით გახსნა. ლატვიელმა ფეხბურთელმა გორელთა მეკარის, კანევცევის კარი დაახლოებით 30 მეტრიდან ბრწყინვალე დარტყმით აიღო. „კუპსიმ“ უპირატესობა მატჩის ბოლო წუთზე გაზარდა, ამჯერად პენალტი ტიმ ვაირინენმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამრიგად, „დილას“ ამოცანა გართულდა, თუმცა, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ სტუმრად გატანილი გოლის უპირატესი წესი აღარ მოქმედებს, ამდენად, გორელებს შინ მინიმუმ დამატებითი დროისთვის ნებისმიერი ორბურთიანი სხვაობით მოგება დასჭირდებათ. საპასუხო მატჩი კი 14 ივლისს, გორში გაიმართება.
„კუპსი“ – „დილა“ 2:0 (1:0)
„დილა“ (4-3-3): კანევცევი; ჩიტეიშვილი, ობიერო, ჭიჭინაძე, ვანდერსონი; მოსიაშვილი (მადინგა 74), ალეფი, გაგნიძე; ღუდუშაური (გალე 74), კაპანაძე (სპანდერაშვილი 90), გომისი (დრამე 61)
გოლები: 1:0 იკაუნიეკსი (32), 2:0 ვაირინენი (90)
თბილისის „საბურთალომ“ გორში ტირანას „პარტიზანს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. მატჩის ბედი მეორე ტაიმის სტარტზე, ტედი კარას ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც ახლო მანძილიდან გაიტანა და როგორც გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა. ამ ეპიზოდში თბილისელთა დაცვის ხაზი აშკარად ჩავარდა. „საბურთალოს“ ჰქონდა ანგარიშის გასათანაბრებლად მომენტები, მაგრამ ვერ გამოიყენა და მარცხი განიცადა. საპასუხო შეხვედრა 14 ივლისს, ტირანაში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ გორში, სტადიონზე შუქი ჩაქრა, რის გამოც მატჩი 15 წუთის დაგვიანებით განახლდა. სხვათა შორის, ეს ბოლო პერიოდში პირველი შემთხვევა არაა, როცა გორში თამაშზე შუქი გამოირთო. იგივე მოხდა საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისა და ეროვნულ ლიგაში, გორის „დილას“ მატჩებზეც.
„საბურთალო“ – „პარტიზანი“ 0:1 (0:0)
„საბურთალო“ (3-4-3): მეგრელიშვილი; ჩადუნელი, კაკუბავა, ჯგერენაია (შ. ნონიკაშვილი 55); გოჩოლეიშვილი, მიოცი (ო. მამაგეიშვილი 86), ქარდავა (გოშთელიანი 66), ტაბატაძე (გ. მამაგეიშვილი 87); გულიაშვილი, სიხარულიძე, ლ. ნონიკაშვილი (ჯინჯოლავა 66)
გოლი: 0:1 კარა (47)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყველა გამოვარდება , დინამო იქ მომგები არ არის, ფრე კი ბატონო...ერთი ბათუმს აქვს შანსი, იმიტომ რომ ფიზიკურად ცოტა მეტი რესურსი აქვს, სლოვანს ჯერ აკრეფილი არ აქვს და იმიტომ გაუჭირდა, შეხედეთ იმათ მოთამაშეებს 1,5 და 2 ჯერ მეტად მაღლები და ძლიერები ჩანან, ეხლა არ დაიწყოთ ესპანეთთან შედარება, ახლიდან ასაშენებელია ქართული ფეხბურთი, კოსმეტიკა არ უშველის... ტვინებიდან უნდა დავიწყოდ...
ისევ სავალალო მდგომარეობაშია ეროვნული ლიგის გუნდები, ბათუმის დინამოს გარდა! მხოლოდ ფული არ წყვეტს გუნდის მდგომარეობის გაუმჯობესებას თორემ ფიფია გაცილებით შეძლებულია, ვიდრე ბერიძე, მაგრამ გამოდის რამე?! აბრამოვიჩს და ნასერ ალ-ხელაიფსაც აქვს ფული, მაგრამ ტვინი უნდა მაი საქმეს ბაბაი, ტვინი!
დინამო შემოატრიალებს თამაშს ეჭვი არ მეპარება, დილაც იბრძოლებს აუცილებლად თუმცა გაუჭირდება ძალიან. აი საბურთალოს საქმე მგონი გადაწყვეტილია
საბურთალოს პირველ ტაიმს ვუყურე და ჰა ჰა ეროვნულ ლიგაში სიონთან ან გაგრასთან ყოფილიყო მატში, მეტი მონდომება არ ჩანდა
დინამომაც წააგო @ თანაც ვისთააან @ ეგ სამარცხვინოები საერთოდ არ უნდა გაუშვან ევროპაში ეგ სამივე @@
რა კომენტარი უნდა გააკეთო?/// რამე აზრი აქვს??? მაინც : ამ ბიჭებს თავმოყვარეობა აქვთ? გასაგებია :საჭირო უნარების,ფიზიკის და ხედვის დეფიციტია მაგრამ ჯიგარის დეფიციტიც?, ან სხვა გათვლა არსებობს?!....
დილას მომენტები ნახეთ, რაებს შვრებოდნენ.. მეორე გოლი საერთოდ ხიზანა 2.
ჩაის საფენები და უმი კარტოფილი ყოფილა კარგი სვარკის ყურების მერე ..
კლოდიფენი მქონდა მარა "ზაიჩიკები" მაინც იმდენი მქონდა დაჭერილი, რომ აღარ მიშველა
ჩაის საფენები ალბათ თვალებზე და უმი კარტოფილი სად უნდა გავიკეთო ?
კარტოფილის წვენი თვალებზე და თავად კარტოფილი ბიძინას გაუკეთე, რაღაც ვერააო ხოდზე
რაც მთავარია, ფიფიას დინამო და მისი (ანუ ფიფიას) ამალა დგას მოწოდების სიმაღლეზე DDDD
ხხხხხხხხხთფუიიიი !!!
ეეჰ - მეტი რაღა უნდა თქვა...
რას ამბობ კაცო? სათქმელის მეტი რა არის ანბანის მიხედვით, მრავალსართულიანები