ფეხბურთი

21:00 | 6.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეშმა შესაძლოა კარიერა მექსიკაში გააგრძელოს

ვეტერანი ფეხბურთელი დანი ალვეში თავისუფალი აგენტია და ახალ კლუბს ეძებს. Goal-ის ინფორმაციით, 39 წლის ბრაზილიელი შესაძლოა მექსიკაში გადავიდეს.

წყაროს თანახმად, დანის „პუმასი“ ეპატიჟება, რომელმაც მას ერთწლიანი კონტრაქტი უკვე შესთავაზა, თუმცა, ფინანსური პირობები უცნობია.

დანი ალვეშს „პუმასის“ გარდა, სამშობლოში „ატლეტიკო პარანაენსე“ და „ფლუმინენსე“ იწვევენ.

შეგახსენებთ, რომ დანი ალვეშმა გასული სეზონის მეორე ნახევარი „ბარსელონაში“ გაატარა, სადაც 17 მატჩში 4 საგოლე პასი მიითვალა, თუმცა, კატალონიურმა კლუბმა მას კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059729