„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო, მაგრამ შეკრებაზე კრიშტიანუ რონალდუ არ გამოცხადდა.
როგორც ინგლისური კლუბის განცხადებაშია აღნიშნული, პორტუგალიელი ჯერჯერობით გუნდთან ერთად ოჯახური მიზეზების გამო არ არის. ამ დროისთვის უცნობია როდის შეუერთდება რონალდუ „იუნაიტედს“.
მედიაში დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ კრიშტიანუს „წითელი ეშმაკების“ დატოვება სურს. მას კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. „მანჩესტერი“ დამდეგ უქმეებზე ტურნეს დაიწყებს და პირველ ამხანაგურ მატჩს ბანგკოკში „ლივერპულთან“ ჩაატარებს.