საქართველოს ნაკრების მცველი სოლომონ კვირკველია კარიერას დიდი ალბათობით, ბაქოს „ნეფთჩიში“ გააგრძელებს.
Azerisport-ის ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელი უკვე ბაქოშია და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა, ხოლო უახლოეს დღეებში ის 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
კვირკველია ბოლოს „გაგრაში“ თამაშობდა, რომელიც ერთი კვირის წინ დატოვა, შესაბამისად თავისუფალი აგენტია. ქართველ მცველს სხვადასხვა დროს ყაზანის „რუბინში“, „ნეფტეხიმიკში“, მოსკოვის „ლოკომოტივში“, „როტორსა“ და „მეტალისტ 1925“-ში აქვს ნათამაშები.
საქართველოს ნაკრებში სოლომონ კვირკველიას ანგარიშზე 46 თამაშია. „ნეფთჩი“ გასულ სეზონში აზერბაიჯანის ვიცე-ჩემპიონი გახდა და კონფერენს ლიგაზე ითამაშებს, სადაც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე კვიპროსული „არისი“ იქნება.