იტალიის ნაკრების ფეხბურთელი ფედერიკო ბერნარდესკი შესაძლოა მადრიდის „ატლეტიკოში“ გადავიდეს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.
ბერნარდესკის „იუვენტუსთან“ კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტია, შესაბამისად, ესპანელებს მისი დამატება უფასოდ შეუძლიათ. როგორც ცნობილი გახდა, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი შედგა, მაგრამ პირადი კონტრაქტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ბერნარდესკი „იუვენტუსში“ 2017-2022 წლებში თამაშობდა და 183 შეხვედრაში 12 გოლით და 20 საგოლე პასით გამოირჩა. მანამდე იტალიელმა შემტევმა სახელი ფლორენციის „ფიორენტინაში“ გაითქვა.