გორის „დილას“ ფეხბურთელმა ვაგნერ გონსალვეშმა კლუბი დატოვა. ბრაზილიური წარმოშობის ფრანგ შემტევს გორელებთან კონტრაქტი ამოეწურა.
მიუხედავად იმისა, რომ ვაგნერს „დილაში“ დარჩენა სურდა, მისმა აგენტმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო და ფეხბურთელი კარიერას ჩრდილოეთ მაკედონიურ კლუბში გააგრძელებს.
ვაგნერმა მიმდინარე სეზონში „დილას“ მაისურით 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა. მანს უკრაინულ „დნიპრო 1“-ში, „კრივბასში“, ფრანგულ „ბასტიასა“ და „სერკ ბრიუგეში“ უთამაშია. ვაგნერი ასევე იცავდა თბილისის „საბურთალოსა“ და „დინამო ბათუმის“ ღირსებას.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დასანანია, კარგი ფეხბურთელია. თან ამ დროს წასვლა...
რა დროს ? ჯერ ხომ ვაშლის კრეფის სეზონი არაა ?