კალათბურთი

23:40 | 28.06.2022 | ნანახია 2105 - ჯერ

საქართველოს ნაკრები უკრაინასთან მატჩისთვის ემზადება: "მოსაგებად მაქსიმუმს გავაკეთებთ"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ნაკრებმა რიგაში გაფრენამდე თბილისში ბოლო ვარჯიში გამართა, რომლის დასრულების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა და კალათბურთელებმა კომენტარი გააკეთეს.

ილიას ზუროსი: „თბილისში ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ, სხვადასხვა კომბინაციები დავამუშავეთ და ვიცით, მეტოქეს რა ტაქტიკა უნდა დავუპირისპიროთ. უკრაინას საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავს და მოსაგებად დიდი ბრძოლა დაგვჭირდება. მოთამაშეები მზად არიან და მორიგი გამარჯვებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ“.

თორნიკე შენგელია: „იქიდან გამომდინარე, რომ პირველი თამაში ჩვენთან წააგეს, ალბათ რევანშიც აღება უნდათ. NBA-დან რამდენიმე მოთამაშე დაიმატეს, ლატვიელი მწვრთნელი ჰყავთ და ალბათ გულშემატკივარიც მივა მათ მხარდასაჭერად, ასე რომ, ძალიან საინტერესო თამაში გველოდება“.

გოგა ბითაძე: „ძალიან კარგი განწყობა გვაქვს, რაც მთავარია, ყველა ჯანმრთელადაა. ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს, რადგან შეგვიძლია ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდეთ“.

დუდა სანაძე: „ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველოდება უკრაინასთან, შეიძლება ითქვას, ამ ჯგუფის ფინალია ეს თამაში, ვინც მოიგებს, დიდი უპირატესობა ექნება მეორე ჯგუფურ ეტაპზე, ამიტომ თამაშს ძალიან სერიოზულად ვუდგებით“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს შესარჩევი ეტაპის მეორე ჯგუფური ეტაპის საგზური უკვე მოპოვებული აქვს, მაგრამ დარჩენილი ორი მატჩის შედეგს მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მეორე ჯგუფურ ეტაპზე ქულები გადადის. საქართველო 1 ივლისს რიგაში უკრაინას ესტუმრება და 4 ივლისს, თბილისში ესპანეთს უმასპინძლებს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:45 | 01.07.2022
mst (1810)

ბურჯანაძე და განსაკუთრებით სანაძე მოგი....ნთ ბო...ი დე...ბი

18:20 | 29.06.2022
jikha (947)

ბილეთებს ჩასაფრებული ვარ, მაგრამ არანაირი ინფორმაცია არაა, იმასაც არ იძახიან როდიდან დაიწყებენ. დანარჩენ სამ ქვეჯგუფში თითქმის გაყიდულია სულ

18:08 | 29.06.2022
KoRBeN DaLLaS (24842)

იქნებ ბილეთების დასაბეჭდი ფულიც აღარაა ? ))
აგერ სამბოს ფედერაცია ჩივის 0 გვაქვს ბიუჯეტიო. მოკრივეებიც ფინთ დღეში ყოფილან.
მოფარიკავეები მსოფლიოზე ვერ მიდიან უსახსრობის გამო...
რას გაიგებ ? წულუკიანი რომ გყავს სპორტის მინისტრად, უკვე ყველანაირი აბსურდია მოსალოდნელი

06:58 | 29.06.2022
გუგა80 (1551)

ეს ოხერი 1 კვირაა ვცდილობ ბილეთების თემა გავარკვიო და ღლეში კიდია ყველას! უფასოა დასწრება?

10:58 | 29.06.2022
Buratino (3505)

ეგრე ვარ გიო მეც. ამ ოხერ კალათბურთის ფედერაციას ცალ ფეხზე ჰკიდია ქომაგი ...

13:50 | 29.06.2022
mikamika (1780)

ტიკეტზე იქნება ბილეთები, ოღონდ როდის, ეგ მგონი თავადაც არ იციან, ამიტომ ყოველ დღე ვამოწმებ

15:15 | 29.06.2022
Buratino (3505)

მაგდენი ჩვენც ვიცით, ყოველდღე მაგას ვაკეთებთ. უბრალოდ, ასეთი პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა - ოთხი-ხუთი დღე დარჩა თამაშამდე და ბილეთებს არ დებენ. სძინავს ამ უვარგის კალათბურთის ფედერაციას!

0.111895