ფეხბურთი

15:46 | 22.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სადიო მანე "ბაიერნის" ფეხბურთელია

მიუნხენის „ბაიერნმა“ სადიო მანეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. სენეგალელმა ფეხბურთელმა „რეკორდმაისტერთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

მანეს სანაცვლოდ „ბაიერნმა“ „ლივერპულს“ 32 მილიონი ევრო გადაუხადა, რასაც მომავალში 9 მილიონი ევრო ბონუსის სახით დაემატება.

„ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. კლუბის მხრიდან დიდი ინტერესი ვიგრძენი, როდესაც „ზალცბურგში“ ვიყავი, ხშირად ვუყურებდი „ბაიერნის“ თამაშებს. ახლა ამ კლუბთან ერთად ყველაფრის მოგება მინდა, მათ შორის ევროპაშიც“, - თქვა მანემ.

კომენტარი გააკეთა „რეკორდმაისტერის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმაც:

„მანეს სახით საერთაშორისო ვარსკვლავი ვიყიდეთ, რომელმაც ფეხბურთის სამყაროში კვალი უკვე დატოვა. ვამაყობთ, რომ მიუნხენში გადმოვიბირეთ. პირველივე წუთიდან ამბობდა, რომ ამ დიდ კლუბში თამაში სურდა და ის იდეალურად შეესაბამება იულიან ნაგელსმანის იდეებს“, - აღნიშნა ბოსნიელმა.

შეგახსენებთ, რომ სადიო მანემ კარიერა ფრანგულ „მეცში“ დაიწყო, შემდეგ ავსტრიულ „ზალცბურგსა“ და „საუთჰემპტონში“ ითამაშა, ხოლო 2016 წლიდან „ლივერპულში“ იყო, რომლის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახლდათ. 30 წლის სენეგალელმა „წითლების“ მაისურით 269 შეხვედრაში 120 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117782