ფეხბურთი

23:05 | 21.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალ-ხელაიფი: "ზიდანი? სხვა არჩევანი გავაკეთეთ, რომელიც ჩვენთვის საუკეთესო იქნება"

„პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ პრაქტიკულად დაადასტურა, რომ მისი კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი არ იქნება. როგორც მან Le Parisien-ს განუცხადა, სხვა არჩევანი გააკეთეს.

„მომავალი სეზონისთვის სხვა არჩევანი გავაკეთეთ, ეს იქნება საუკეთესო ვარიანტი ჩვენი ტაქტიკური იდეებისთვის“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.

ცნობილია, რომ „პარი სენ ჟერმენმა“ „ნიცას“ მთავარ მწვრთნელ კრისტოფ გალტიესთან მიაღწია შეთანხმებას და მაურისიო პოჩეტინოს გამოცდილი ფრანგი სპეციალისტი შეცვლის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059951