ფეხბურთი

11:23 | 16.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

მანე „ბაიერნს“ პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა

„ლივერპულის“ თავდამსხმელი, სადიო მანე, „ბაიერნს“ პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ცნობით, „ლივერპულთან“ მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაში შევიდა და ბავარიული კლუბი სენეგალელს სამწლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

წინა დღეებში გაცხადდა, რომ „ბაიერნი“ მერსისაიდელებს 30 წლის ფეხბურთელში 35 მილიონ ევროს გადაუხდის, პლუს 5 მილიონი გარკვეული ბონუსების სახით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11572