ფეხბურთი

19:29 | 14.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნემანია მატიჩი "რომაში" ითამაშებს

იტალიურმა „რომამ“ 33 წლის სერბი ფეხბურთელი ნემანია მატიჩი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.

მატიჩმა „რომასთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა და „ჯალოროსის“ რიგებში 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

„რომა“ დიდი კლუბია და ფანტასტიკური გულშემატკივრები ჰყავს, ასევე მწვრთნელი, რომელსაც ყველა იცნობს. აქ გადმოსვლის გადაწყვეტილება ადვილად მივიღე. იმედი მაქვს, რომ ყველა ერთად შევძლებთ, რაიმე ღირებულის გაკეთებას“, - თქვა მატიჩმა.

საინტერესოა, რომ მატიჩი მოურინიოსთან მესამე კლუბში იმუშავებს. „რომამდე“ ის პორტუგალიელის ხელმძღვანელობით „ჩელსისა“ და „მანჩესტერში“ თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ ნემანია მატიჩმა კარიერა „კოშიცეში“ დაიწყო, შემდეგ „ჩელსიში“, „ვიტესში“, „ბენფიკასა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ ითამაშა, რომლის ღირსებას ბოლო 5 წლის განმავლობაში იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114356