„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ კლუბის ტელეარხთან საუბრისას განაცხადა, რომ ტიტულების მოგება სურს და ამისთვის „მანჩესტერი“ შესაფერისი ადგილია.
„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშების მოგება და ჩემპიონობის ან თასის მოპოვებაა. ვფიქრობ, რომ „მანჩესტერი“ ამის გასაკეთებლად შესაფერისი ადგილია. ზოგჯერ ამას დრო სჭირდება, მაგრამ მე ამის მაინც მჯერა“, - თქვა კრიშტიანუმ.
შეგახსენებთ, გასულ სეზონში კრიშტიანუ რონალდუმ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 38 მატჩში 24 გოლი გაიტანა, მას ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. „მანჩესტერმა“ ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა და მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშებს.