ფეხბურთი

12:51 | 2.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

შევჩენკო უკრაინის ნაკრების შოტლანდიასთან გამარჯვების შესახებ

უკრაინის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა და შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი შევჩენკომ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპინატის ფლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში უკრაინელების შოტლანდიასთან სტუმრად გამარჯვების შემდეგ (1:2), სოციალურ ქსელში კომენტარი დაწერა.

„ვულოცავ უკრაინის ნაკრებს გამარჯვებას. ეს არაჩვეულებრივი, უმნიშვნელოვანესი წარმატებაა. დიდება უკრაინას!“ - წერს შევჩენკო.

ფლეი-ოფის ფინალში უკრაინელთა მეტოქე უელსის ეროვნული გუნდი იქნება. გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

შეხვედრა 5 ივნისს გაიმართება კარდიფში და თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114705