ფეხბურთი

16:33 | 1.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პოლ პოგბამ "მანჩესტერი" დატოვა

პოლ პოგბამ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვა. ინფორმაცია ინგლისური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

29 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა და „იუნაიტედმა“ კონტრაქტის განახლება, რომელიც 30 ივნისს იწურება, არ მოისურვეს. შესაბამისად, ფრანგი მომდევნო სეზონიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით სხვა გუნდში ითამაშებს.

პოგბას ყველაზე აქტიურად „იუვენტუსს“ უკავშირებენ და იტალიური მედიის ცნობით, დიდი შანსია, რომ პოლი ტურინულ გრანდში დაბრუნდეს. აღსანიშნავია, რომ პოგბა „მანჩესტერიდან“ „იუვეში“ 2012 წელს უფასოდ გადავიდა, ხოლო 4 წლის შემდეგ იტალიელებმა ის ინგლისურ გრანდს 105 მილიონ ევროდ მიყიდეს. ახლა, როგორც ვთქვით, დიდი ალბათობაა, რომ ტურინში ისევ უფასოდ დაბრუნდეს, თანაც „მანჩესტერიდან“.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბამ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2016-2022 წლებში 226 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარში 39 გოლი გაიტანა.

0.135356