ფეხბურთი

21:17 | 29.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი: "ძნელი სათქმელია, რომ მომდევნო სეზონში "ბაიერნში" ვითამაშებ"

რობერტ ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ არ იცის, მომდევნო სეზონში „ბაიერნში“ ითამაშებს თუ არა. პოლონელი ფორვარდის თქმით, უახლოეს მომავალში უფრო მეტის თქმა იქნება შესაძლებელი და კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ გერმანული გრანდის დატოვება სურს.

„ბარსაში“ ტრანსფერი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, რომ ჩემი მდგომარეობა ნათელია და ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. ძნელი სათქმელია, რომ მომდევნო სეზონშიც „ბაიერნში“ ვითამაშებ. დადგება დრო მეტი ინფორმაციის მოწოდებისთვის, მალე მეტის თქმა იქნება შესაძლებელი“, - თქვა რობერტმა.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკის „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და მის განახლებაზე უარი თქვა. პოლონელ ფორვარდს გერმანულ კლუბში 375 შეხვედრაში 344 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108171