ფეხბურთი

16:06 | 25.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" 2.9 მილიარდად გაიყიდა, აბრამოვიჩი ცენტსაც ვერ მიიღებს, თანხა უკრაინას მოხმარდება

ლონდონის „ჩელსის“ მფლობელის შეცვლას პრემიერლიგამ მწვანე შუქი აუნთო და ახლა დიდი ბრიტანეთის მთავრობამაც თანხმობა განაცხადა კლუბის გაყიდვაზე. ამრიგად, შეიძლება უკვე ითქვას, რომ რომან აბრამოვიჩის 19-წლიანი ეპოქა საბოლოოდ დასრულდა.

„ჩელსი“ კომპანია Los Angeles Dodgers-ს გადაეცემა, რომლის ხელმძღვანელი ტოდ ბოლი გახლავთ. გარიგების თანახმაც „ჩელსი“ 2.9 მილიარდ ევროდ გაიყიდა.

აღსანიშნავია, რომ ამ თანხიდან აბრამოვიჩი თეთრსაც ვერ მიიღებს და ის სრულად საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება, რომელიც რუსეთის მიერ დაწყებული ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინას ეხმარება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059739