„ჰამბურგმა“ ბუნდესლიგაში დაბრუნება ამჯერადაც ვერ მოახერხა. ტიმ ვალტერის გუნდმა ჯერ პლეი-ოფის საგზური მოიპოვა, მერე იქ ბერლინში, „ჰერტას“ მოუგო და ბუნდესლიგაში 4-წლიანი პაუზის შემდეგ დასაბრუნებლად, საკმარისი იყო, შინ არ წაეგო.
თუმცა, მისია ვერ შეასრულა. „ჰერტა“ მეოთხე წუთზე დედრიკ ბოიატამ დააწინაურა და ორი მატჩის ჯამში წონასწორობა აღადგინა, ხოლო 63-ე წუთზე მარვინ პლატენჰარდტმა მეორე გოლი გაიტანა. ბერლინელებმა ეს თამაში 2:0, ხოლო ორი მატჩის ჯამში 2:1 მოიგეს და ბუნდესლიგაში ადგილი შეინარჩუნეს. ამრიგად, ფელიქს მაგათმა, "ჰამბურგის" ლეგენდამ, რომელიც "ჰერტაში" 2 თვის წინ კლუბის გადასარჩენად მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, მისია შეასრულა და დედაქალაქური კლუბი ბუნდესლიგაში დატოვა.
„ჰამბურგს“ კი მომდევნო სეზონშიც მეორე ბუნდესლიგაში თამაში მოუწევს. გიორგი ჩაკვეტაძე HSV-ს რიგებში მოედანზე ისევ არ გამოჩენილა. გერმანული კლუბი ბელგიური „გენტიდან“ ქართველ ნახევარმცველს არ გამოისყიდის, ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი ჰამბურგული კარიერა 12 მატჩით, 1 გოლით და 1 საგოლე პასით დასრულდა.