ბრატისლავის „სლოვანის“ ფეხბურთელები გურამ კაშია და ჯაბა კანკავა სლოვაკეთის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ.
ორივე ფეხბურთელი სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოარჩიეს. ისიც ვთქვათ, რომ მწვრთნელად ვლადიმირ ვაისი შეარჩიეს.
კანკავამ გასულ სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში 25 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო გურამ კაშიამ 24 შეხვედრაში თავი 2 გოლით გამოიჩინა.
აქვე გეტყვით, რომ ქართველი ფეხბურთელები „სლოვანთან“ ერთად სლოვაკეთის ჩემპიონები გახდნენ.