ფეხბურთი

13:38 | 22.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფანების პროტესტი ვალენსიაში, ისინი ლიმის წასვლას ითხოვენ

„ვალენსიამ“ სეზონი ვიგოს „სელტასთან“ მატჩით დაასრულა და „მესტალიაზე“ უჩვეულო გარემო იყო - სტადიონის ტრიბუნებზე უფრო ცოტა ადამიანი იყო, ვიდრე სტადიონს მიღმა.

ფანებმა ტრიბუნებზე შესვლაზე უარი დემონსტრაციულად თქვეს, რადგან კლუბის ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვენ.

დიდი ხანია „ვალენსიას“ ფანები სინგაპურელი პეტერ ლიმის წასვლა ითხოვენ, რომელიც „ვალენსიას“ მფლობელია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ლიმი კლუბში საკმარის თანხას არ ხარჯავს და პირველივე შესაძლებლობაზე გუნდის გამორჩეულ ფეხბურთელებს ყიდის. ამიტომაც, „ღამურების“ ფანი ითხოვენ, რომ მან კლუბი გაასხვისოს. წლებია ეს დაპირისპირება გრძელდება, თუმცა, ჯერჯერობით, ლიმს „ვალენსია“ ვერ დაათმობინეს.

„სელტასთან“ მატჩის შემდეგ „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმაც გააკეთა ამ საკითხზე კომენტარი: „არასდროს მინახავს სტადიონზე მსგავსი გარემო, როგორიც დღეს იყო, მაგრამ უკვე შევეგუოთ. მე არ ვაპირებ არც არავის გაკრიტიკებას და არც შექებას, უბრალოდ, მსგავს რაღაცას მიჩვეული არ ვართ, თუმცა, ყველამ ვიცით რა არის ამის მიზეზი“, - თქვა ბორდალასმა.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიამ“ ლა ლიგის 2021-2022 წლების სეზონი 48 ქულით მეცხრე ადგილზე დაასრულა, ესპანეთის თასზე კი ფინალში „ბეტისთან“ პენალტების სერიაში წააგო. გიორგი მამარდაშვილმა სეზონი ყველა ტურნირზე ჩატარებული 21 მატჩით დაასრულა, ცხრაჯერ კარი მშრალად შეინახა, 22 გოლი გაუშვა. გარდა ამისა, ორჯერ ლა ლიგამ ტურის საუკეთესო მეკარედ და სამჯერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12685