ფეხბურთი

13:16 | 20.05.2022 | ნანახია 1736 - ჯერ

იძულებითი ცვლილება შემადგენლობაში: სანიოლმა ბექა მიქელთაძე გამოიძახა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება განხორციელდა. ტრავმის გამო ერთა ლიგის მოახლოებულ შეხვედრებში ვილი სანიოლის გუნდს გიორგი ქვილითაია ვერ დაეხმარება.

ფრანგმა სპეციალისტმა „აპოელის“ ფორვარდის ნაცვლად „ნიუკასლ ჯეტსის“ შემტევი ბექა მიქელთაძე გამოიძახა, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ორი მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა, სანიოლის სიაში ის პირველად მოხვდა.

მიქელთაძემ ავსტრალიის ჩემპიონატში 13 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. საქართველოს ნაკრები ივნისში, 10-დღიან ინტერვალში ოთხ მატჩს ჩაატარებს - ორჯერ ბულგარეთს, თითოჯერ კი გიბრალტარსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება. საქართველოს ნაკრები შეკრებას თბილისში, 24 მაისს დაიწყებს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:14 | 20.05.2022
ნიკო-ნიკო (92)

ღმერთმა დაგვინდოდ ქვილითაიას ფაფხურის ყურებისგან ნერვების წყვეტისგან

15:57 | 20.05.2022
lordivar (4)

დავითაშვილი მარჯვნივ იმედია ძირითადში ვიხილავთ

23:49 | 20.05.2022
laciosErtguli (3640)

მარჯვნივ დაკავებულია მეგობარო...გიორგი წიტაიშვილი!!! მაგაზე უკეთესი მარჯვენა შემტევი თავისი დაყენებული დარტყმით, ტექნიკით, ხარისხით ამ ეტაპზე არ გვყავს. ზურიკო უფრო შუიდან მაგასაც აქ დარტყმა-ტექნიკა, მარა ზურიკოს პასი არ უვარგა ბოლო პასი თითქმის არააქ.

14:14 | 20.05.2022
dinamo222 (8587)

ეხლა დაიწყება ტრავმები ავადმყოფობები თვიურები კვირეულები და ათასი უნედურებები @ ნეტავი იმ დღეს მომასწო როდასაც ჩვენი ნაკრები რომელიმე თამაშს ოპტიმალური შემადგენლობით შეხვდებაა ((((((((

16:30 | 20.05.2022
lagashi (6738)

16:19 | 20.05.2022
zviadi-shxefi (6306)

)))))))))))))))))

0.062158