ფეხბურთი

0:29 | 20.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ჰამბურგმა" ბერლინში მოიგო და ბუნდესლიგასთან ერთ ნაბიჯშია

„ჰამბურგმა“ 4-წლიანი პაუზის შემდეგ ბუნდესლიგაში დაბრუნებისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა.

ტიმ ვალტერის გუნდმა პლეი-ოფის პირველი შეხვედრა გასვლაზე ბერლინში, ბუნდესლიგის მე-16 ადგილოსან „ჰერტასთან“ მოიგო და ელიტაში აღზევებასთან ერთ ნაბიჯშია.

„ოლიმპიაშტადიონზე“ გამართული მატჩის ბედი ლუდოვიტ რეისის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც მეტოქის კარი 57-ე წუთზე დალაშქრა და ბერლინელებმა წონასწორობა ვეღარ აღადგინეს.

გიორგი ჩაკვეტაძე განაცხადში იყო, მაგრამ ამჯერადაც არ უთამაშია. უკვე გადაწყვეტილია, რომ ჰამბურგელები ქართველ ფეხბურთელს ბელგიური „გენტიდან“ არ გამოისყიდიან. მან „ჰამბურგში“ თავის გამოჩენა 12 მატჩში 1 გოლით და 1 საგოლე პასით შეძლო.

„ჰამბურგისა“ და „ჰერტას“ საპასუხო შეხვედრა 23 მაისს, „ფოლკპარკშტადიონზე“ გაიმართება.

0.138572