საქართველოს ეროვნული ლიგის მე-13 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გორის „დილამ“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და უშუალო კონკურენტების დაპირისპირებაში სტუმრებმა მოიგეს.
მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც „დილას“ ყოფილმა ფეხბურთელმა და ახლა „დინამოს“ შემტევმა უსმანე კამარამ გაიტანა, რომელმაც ერთი შეხებით ეფექტური გოლი გაიტანა.
„დინამო თბილისისთვის“ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან მეორე ადგილზე 25 ქულით ერთპიროვნულად დამკვიდრდა და ლიდერ „დინამო ბათუმს“ უკვე მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. კახა ცხადაძის გუნდი მომდევნო ტურში თბილისურ დერბიში „საბურთალოს“ დაუპირისპირდება.
„დილამ“ უშუალო კონკურენტთან ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა (წინა ტურში „დინამო ბათუმთან“ წააგო) და 22 ქულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფება. გორელები მომდევნო ტურში „სიონს“ შეხვდებიან.
„დილა“ – „დინამო თბილისი“ 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 კამარა (25)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რაც შეეხება ბრენდს, მოდი რეალობას თვალი გავუსწოროთ რა დონეც ჩვენს ჩემპიონატშია მაქსიმუმი შეიძლება ლიგის ჯგუფში მოხვედრა მოსთხოვო გუნდს! იქ წარმატებისთვის მინიმუმ ხვიჩას დონის ტალანტები გჭირდება და რა თანხაც არუნდა ჩადო ახალგაზრდა ესეთ პერსპექტიულ მოთამაშეს ვერჩამოიყვან, ხვიჩას ამბავი გამონაკლისია და რატოც ჩამოვიდა ყველამ ვიცით... ხოლო თუ აღზრდი და არგაუშვებ რეგრესი დაეწყება
O. Mertskhali
მარტივად გკითხავ, ფიფიას მისვლამდე დინამოს პირველ გუნდს ჰქონდა უკეთესი პირობები, აკადემიას, სამწვრთნელო შტაბს ან ვინმეს??? ვფიქრობდი რო პატარკაციშვილის დროს რამეს მიაღწევდნენ მაგრამ ფაქტი იყო ფულს ჭამდნენ ისინი ვისაც ბადრი ენდობოდა. ყველგან ხდება ეგ ჩვენ ვთქვათ რა არის ფაქტი!
1. ევრო თასებზე ვერც იქამდე გადიოდა დინამო და ვერც ეხლა გადის! ტყავაძის დინამოც მახსოვს უფრო ძველიც და რა საშინელებები ხდებოდა ისიც!
2. აკადემიაში დღევანდელი პირობების 10%იც არყოფილა და რა ტურნირებსაც ეხლა თამაშობენ მაშინ ვერც იოცნებებდნენ! რა ხელშეწყობაც ეხლა არის და ნიჭის დაფასებაც, მაშინ ვერც ვიოცნებებდით (ფულს თუ არგადაიხდიდი)
3. ფიფია რო წავიდეს თვლი რომ იმის ნახევარს მაინც ჩადებს მომსვლელი? მე ძაან მეეჭვება!
4. რევიშვილი, შაშიაშვილი, ხიზანიშვილი, ხიზანეიშვილი, სალუქვაძე, კვირკველია, გოგუა, იაშვილი, მარცვალაძე, მჭედლიძე და ძალიან ბევრი მაღალი დონის ქართველი ფეხბურთელი ჩამოიყვანა (თუნდაც კარიერის ბოლოს) ვის გვერდზეც იმ ახალგაზრდებმა მიიღეს გამოცდილება ვინც დღეს ნაკრებში არიან დინამოს აღზრდილებთან ერთად (მამარდაშვილი, გუგეშაშვილი, კაკაბაძე, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი, ხარაბაძე, აზაროვი, კვეკვე, გაგნიძე, ნინუა, ჩაკვე, კვარაცხელია, დავითაშვილი, ლობჟანიძე, აბუაშვილი, კიტეიშვილი და ა.შ.)
5. შეგიძლია თქვა დღევანდელ ნაკრებში რამდენი ფეხბურთელი თამაშობს ვისაც ფიფიას დინამოში არგაუვლია სკოლა ან გამოცდილება??
ჰო, კიდევ: იმაზე არ იდარდო, ჩადებს თუ არა დინამოში ამდენს ფულს (უიმე, რამდენია ))) სხვა ვინმე - ისე ჩადებს, როგორც დაგიბარებია..
საკითხების პუნქტებათ ჩამოწერა და ცალ-ცალკე განხილვა კარგია - მეც მომწონს, მაგრამ აქ ვგონებ, მთავარი პუნქტები გამორჩენილია ))
კაცი რომ რესტორანში შეხვიდე და უსაშინლესი საჭმელი მოგიტანონ, იმათი სუფთა სამზარეულოს ნახვა დაგამშვიდებს? )) ..თან, დინამო ხომ რიგითი 'რესტორანი' არაა ჩვენთვის..
ძველადაც ბევრი საშინელებები ხდებოდა, მაგრამ მგონი შეხსენება არ გჭირდება, იმასთან დაკავშირებით, თუ რა საშინელებებიდან მოვდივართ და შესაბამისად, წინ უნდა ვიაროთ..
დინამო იყო არის და იქნება ნაკრების ერთი-ერთი მთავარი საბაზო გუნდი - ეს დიდი ვერაფერი სატრაბახოა ფიფიასთვის.. აი, შედეგები კი გაუარესებულია და ფაქტიურად ფსკერს დაკრეს ფეხი (მარტო ფარერების გამო უნდა იხდიდეს ბოდიშებს ყველადღე (რაიმე წარმატებამდე), შუბლის ძარღვი რომ ჰქონდეს).. ნაკრებიც იგივე დონეზეა (ისე, ფედერაციაც საკმაოდ ცდილობს, ამ მხრივ)..
ფიფიამ, საქართველოშიც კი ვერ გახადა გუნდი ფლაგმანი, ეს მაშინ, როცა ფაქტიურად მთელი საქართველო თბილისში გამორბის და თბილისში კი დინამოს რეალური კონკურენტი არც ჰყავს..
კიდევ ბევრი შემიძლია ვწერო მაგის აბსურდის თეატრზე, მაგრამ პრობლემა მაინც - ისევ და ისევ ხალხშია/გულშემატკივარშია, რომელსაც ყოველთვის ხავსზე ჩაჭიდება ურჩევნია, დიდ ძალისხმევას - დიდი ცვლილებებისთვის..
ერთი და თუნდაც ორი კარგი საქმე, 'კარგ კაცობას' არ ნიშნავს..
lagashi
როგორც ავღნიშნე არის საკითხები რომლებიც არმომწონს და ეს ძირითადად პირველ გუნდს ეხება, თუმცა რადიკალურად სხვა დამოკიდებულება მაქვს აკადემიაზე... ნაკრების მომავალი ვინც წარმომიდგენია ყველას ეგ აკადემია აქვს გავლილი და როცა ამბობენ ფიფია გასაშვებიაო და ამ დროს ქვეყანაში არსებულ მოცემულობას ვუყურებ არმაქვს დათანხმების მიზეზეზი. იგივეს ვამბობდი ფხაკაძეებზეც, მთავარია ვინმე მოვიდეს და ფული ჩადოს ქართულ ფეხბურთში...
შეიძლება ფიფია ცუდად აკეთებს თავის საქმეს, მაგრამ იყოს ვინმე მასზე უკეთესი და აჯობოს ჩემპიონატში... როგორც ეხლა ბათუმმა, მჯერა რომ ბათუმის მაგალითი დინამო თბილისისთვის გაძლუერების მოტივაციაა
ღიმილისმომგვრელია ასეთი დამოკიდებულება.. ფიფიას აკადემია თუ უნდოდა და ტალანტების აღზრდა (როგორც ზოგიერთებს გულუბყვილოდ გგონიათ), ნებისმიერი სხვა გუნდი შეერჩია და არა ერთადერთი(!) ქართული ბრენდი საერთაშორისო ასპარეზზე.. ან, თავადვე შექმნიდა გუნდს და რა ექსპერიმენტსაც უნდოდა იმას ჩაატარებდა - თუ უნდოდა, საბავშვო ბაღი მოეწყო იმ X გუნდში..
დავიჯერო, დაახლოებითაც არ იცი ისტორია, თუ რა და როგორ იყო, ფიფიას მიერ დინამოს 'აყვანასთან' (და ა.შ.) დაკავშირებით?!
საბა კვერკველია რო ყავდეს ბათუმს, ჩემპიონთა ლიგისთვის მართლა სერიოზულად იბრძოლებდნენ... თბილისის დინამოში უფრო კაშია ან ტაბიძე გამიხარდებოდა, ჭკვიანი მცველები არიან და ახალგაზრდები მათგან ბევრს ისწავლიდნენ, ასევე კანკავა. ვფიქრობ ბირთვი თუ შეინარჩუნეს შემდეგ წელს ძალიან კარგი და შეთამაშებული გუნდი ეყოლებათ, ვნახოთ ცხადაძე-რეხვიაშვილის წყვილი როგორ გაამართლებს...
ფიფიას რაც შეეხება, ვფიქრობ დაფასება სჭირდება, შეიძლება ბევრი რამ მეც არმომწონდეს, მაგრამ ძალიან მაგარი აკადემია ააშენა, ეხლა ამდენი ტალანტი რომ გამოჩნდა გარკვეულწილად მისი დამსახურებაც არის მის აკადემიაში გაიზარდნენ, პირობები / ტურნირები ძალიან ბევრს ნიშნავს) და ბევრ კარგ საქმესაც აკეთებს. ბევრი იცით ვინც ქართულ ფეხბურთში ფულს ჩადებს?
ისე ამბობს ზოგიერთი წავიდეს ფიფიაო თითქოს ინვესტორებით იყოს სავსე ქვეყანა და გუნდებს ვერვპოულობდეთ რომელში ჩადონ ფული
როცა სერიოზულ ინვესტიციას დებს და მთელი სერიოზულობით გარწმუნებს რომ წინ ბევრი მაგარი რამე გელოდება და ამ დროს ათეულწელზე მეტია გუნდი მაინც წუმპეშია რჩება, რთულია კმაყოფილი იყო
გაამართლებს ცხადაძე-რეხვიაშვილის წყვილი (გამართლებაში მაინცდამაინც ჩ.ლიგის ჯგუფის დადებას არ ვგულისხმობ), ოღონდ დროც უნდა მიეცეთ და შემადგენლობის შენარჩუნების საშუალებაც
ბათუმელებს შეეძლოთ ამ მატჩის მოგება მაგრამ გეგუჩაძეს უყვარს შემადგენლობის მუდმივი როტაცია დაა..
თუ დაცვის ცენტრმა გაქაჩა, ევროტასებზე წესით საინტერესოდ უნდა გამოვიდეს ეგ გუნდი
დინამო ბათუმის გაძლიერება/სიმპატიურ გუნდად ჩამოყალიბება ნებისმიერ ქართველს გვიხარია, დარწმუნებული ვარ. მაგრამ სანამ ფიფია იქნება თბილისის დინამოში - ვერასდროს ითამაშებს ეს კლუბი ევროთასებს