ფეხბურთი

18:02 | 12.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" მზადაა დე იონგი "მანჩესტერში" გაყიდოს

კატალონიის „ბარსელონა“ მზადაა ფრენკი დე იონგი გაყიდოს. Goal-ის ინფორმაციით, ესპანური გრანდი თანახმაა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეთავაზებას დათანხმდეს, რომელიც ნიდერლანდელ ფეხბურთელში 60 მილიონ ევროს იხდის.

ინგლისურ კლუბს ახალი სეზონიდან ერიკ ტენ ჰაგი გაწვრთნის და სწორედ მას სურს დე იონგის გაფორმება. მოგეხსენებათ, ისინი მანამდე „აიაქსში“ ერთად მუშაობდნენ. „ბარსელონას“ ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე 60 მილიონ ევროზე უარის თქმა არ შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ფრენკი 2019 წელს „აიაქსიდან“ 75 მილიონ ევროდ შეიძინა.

დე იონგის ხელფასი „ბარსაში“ ძალიან მაღალია, 12 მილიონი ევროს სეზონში, რაც მის გაშვებას კიდევ უფრო რეალურს ხდის. თანაც, 25 წლის ფეხბურთელი ჩავისთვის ხელშეუხებელი სულაც არ არის. გარდა ამისა, არაა გამორიცხული „ბარსელონამ“ „მანჩესტერის“ გარდა, სხვა წინადადებებიც განიხილოს, რომელსაც დე იონგზე მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ფრენკი დე იონგი „ბარსელონაში“ 2019 წლიდან თამაშობს და 139 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი. მანამდე მან სახელი ამსტერდამის „აიაქსში“ გაითქვა.

0.114258