ფეხბურთი

12:17 | 12.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

39 წლის დანი ალვეში ბრაზილიის ნაკრებში ისევ გამოიძახეს

„ბარსელონას“ 39 წლის მცველმა, დანი ალვეშმა, ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის ბრაზილიის ნაკრებიდან მიწვევა მიიღო - წერს კატალონიური კლუბის ვებ-გვერდი.

წყაროს ინფორმაციით, „ბარსელონაში“ დაბრუნების შემდეგ, ალვეში უკვე ,მესამედ გამოიძახეს სელესაოს შეკრებაზე. ივნისში ბრაზილიელებს ეკზოტიკური აზიური ტურნე ელით. 2 ივნისს, სეულში ისინი სამხრეთ კორეის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, 6-ში კი ტოკიოში - იაპონიისას.

ალვეშმა ბრაზილიელთა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ორ შესარჩევ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062873