ფეხბურთი

23:03 | 9.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

5:3 და "ლოკომოტივის" ზედიზედ მე-12 წაგება ეროვნულ ლიგაში

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-12 ტური უხვგოლიანად დაიწყო, როდესაც „დინამო თბილისმა“ „სიონს“ 7:3 მოუგო და ასევე უხვგოლიანი მატჩით დასრულდა - „გაგრამ“ „ლოკომოტივს“ 5:3 აჯობა!

თბილისის „ლოკომოტივისთვის“ ძალიან წარუმატებელი სეზონია, 12 ტური მიილია და ჯერ ქულაც არ მოუპოვებია. თბილისელებმა მეტოქეს ტაიმნახევარი კონკურენცია გაუწიეს, ერთი ხანობა იგებდნენ კიდეც (2:1), მაგრამ საბოლოოდ, ისევ უქულოდ დარჩნენ.

„გაგრამ“ 17 ქულა დააგროვა, მეექვსე ადგილზე აინაცვლა და მომდევნო ტურში 13 მაისს, „თელავს“ შეხვდება, ხოლო „ლოკომოტივი“ უქულოდ ბოლო ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას ქუთაისის „ტორპედოსთან“ ჩაატარებს.

„გაგრა“ – „ლოკომოტივი“ 5:3 (1:1)

გოლები: 1:0 ანდრონიკაშვილი (7, ა.გ), 1:1 იაკობიძე (15), 1:2 იაკობიძე (49, პენ), 2:2 ჩოგაძე (59), 3:2 გიორგაძე (64, ა.გ), 4:2 შონია (73), 5:2 ბუხაიძე (85), 5:3 დარცმელია (87)

0.110581