ფეხბურთი

1:16 | 8.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნანტმა" საფრანგეთის თასი მოიგო

„ნანტი“ საფრანგეთის თასის გამარჯვებული გახდა. „იადონებმა“ „სტად დე ფრანსზე“ გამართულ ფინალში „ნიცას“ დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 აჯობეს.

გამარჯვების გოლი 47-ე წუთზე ლუდოვიკ ბლასმა გაიტანა და როგორც გაირკვა, ყველაფერი ამ გოლმა გადაწყვიტა.

„ნანტი“ საფრანგეთის თასს 22-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეოთხედ დაეუფლა და მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111875