ჩოგბურთი

0:25 | 5.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტუნისელი ონს ჟაბური მადრიდის ღიას ნახევარფინალში გავიდა

ტუნისელმა ონს ჟაბურმა, მადრიდის ღია პირველობის მეოთხედფინალში, მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, რუმინელ სიმონა ჰალეპს 6-3, 6-2 მოუგო და თავის კარიერაში მეორედ, WTA 1000-ის რანგის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

ჟაბურმა გასულ სეზონში, ინდიან ველსის ნახევარფინალში ითამაშა. ჰალეპთან შეხვედრაში, პირველ მოწოდებაზე ქულების 77.8 პროცენტი მოიგო. მან პირველი ხუთი ბრეიკ პოინტიდან, ოთხი ქულად აქცია. პრესტიჟული ტურნირის ორგზის ჩემპიონის დასამარცხებლად კი საათზე ოდნავ მეტი იმყოფინა.

ჟაბურს, ვინც WTA-ს რეიტინგში მე-10 ადგილზე იმყოფება, ფინალის საგზურის მოსაპოვებლად, რუს ეკატერინა ალექსანდროვას დაუპირისპირდება, რომელმაც 6-4, 6-3 მოუგო ამერიკელ ამანდა ანისიმოვას.

დანარჩენ ორ მეოთხედფინალურ შეხვედრაში, შვეიცარიელმა ჯილ ტაიხმანმა 6-3, 6-4 მოუგო უკრაინელ ანჰელინა კალინინას, ამერიკელმა ჯესიკა პეგულამ კი ესპანელი სარა სორიბეს ტორმო 6-4, 6-2 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110832