ტომას მიულერმა მიუნხენის „ბაიერნთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და გერმანულ გუნდში რჩება.
როგორც მიუნხენელთა ვებგვერდი იტყობინება, მიულერი „ალიანს არენაზე“ 2024 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ტომას მიულერი „ბაიერნის“ აკადემიის აღზრდილია და 2009 წლიდან მან „რეკორდმაისტერის“ ღირსება დღემდე 623 შეხვედრაში დაიცვა და 226 გოლი გაიტანა.