ფეხბურთი

13:51 | 1.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბექა მიქელთაძის მორიგი გოლი ავსტრალიის ჩემპიონატში (+VIDEO)

ავსტრალიის A ლიგის 26-ე ტურში ბექა მიქელთაძის „ნიუკასლ ჯეტსმა“ სტუმრად „მაკარტური“ 3:0 დაამარცხა, რაშიც ქართველმა ფეხბურთელმა წვლილი გოლით და საგოლე პასით შეიტანა.

73-ე წუთზე 26 წლის ფეხბურთელმა ერთი შეხებით ახლო მანძილიდან გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მანამდე, მეოთხე წუთზე მისი პასით ანგარიში სავას სიატრავანისმა გახსნა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საგოლე პასი ბექას ამ შემთხვევაში უფრო შემთხვევით გამოუვიდა, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდა.

ქართველი ფეხბურთელი 22 თამაშში 13 გოლით და 3 საგოლე პასით ავსტრალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ჯეიმი მაკლარენს ჩამორჩება და ისიც, ერთადერთი გოლით. „ნიუკასლ ჯეტსი“ კი 28 ქულით მეცხრე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113189