ფეხბურთი

14:06 | 27.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" მზადაა დე იონგი გაყიდოს, ორი კლუბი დაინტერესებულია

ფრენკი დე იონგმა შესაძლოა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „ბარსელონა“ დატოვოს. ესპანური მედიის ცნობით, ჩავი მასში დიდ პოტენციალს ხედავს, მაგრამ მისი თამაშით უკმაყოფილოა.

ნიდერლანდელმა ამ სეზონში ლა ლიგაში 33 მატჩი ჩაატარა და 26-ჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა 12-ჯერ შეცვალეს, მათ შორის 10-ჯერ მას შემდეგ, რაც გუნდს ჩავი წვრთნის.

ამიტომაც, „ბარსელონა“ არ გამორიცხავს სასურველი წინადადების მიღების შემთხვევაში ფეხბურთელს შეელიოს. Mundo Deportivo-ს ცნობით, ამჟამად ფრენკით ყველაზე მეტად მიუნხენის „ბაიერნი“ და „პარი სენ ჟერმენი“ არიან დაინტერესებული.

24 წლის ფრენკი დე იონგს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. მან „ბლაუგრანას“ რიგებში მიმდინარე სეზონში 136 თამაში ჩაატარა და 13 გოლის გატანა მოახერხა.

0.102574