საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს და უკვე ცნობილია ჯგუფი, რომელშიც დეიან სტანოიევიჩის გუნდი იასპარეზებს.
საქართველო A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები იტალია, მონტენეგრო და სლოვაკეთი იქნებიან.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს. ევროფორუმი ხორვატიაში 27 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია